18:58 | 2021-10-09 ავტორი: Prime Time

111 წლის ლეონილა გვაჯავა, რომელმაც 2-კვირიანი მკურნალობის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა, გარდაიცვალა

111 წლის ლეონილა გვაჯავა, რომელმაც 2-კვირიანი მკურნალობის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა, გარდაიცვალა

111 წლის ლეონილა გვაჯავა, რომელმაც თბილისში 2-კვირიანი მკურნალობის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა, დღეს გარდაიცვალა.

 

ოჯახის წევრების თქმით, 111 წლის ქალი 6 სექტემბერს გამოწერეს, რის შემდეგ სახლში აგრძელებდა მკურნალობის კურსს. მათივე თქმით, პოსკოვიდური პერიოდი მან ვერ გადალახა.

 

„ჩემი საამაყო ბებო. მთელი ცხოვრება ვუყურებდი და მაოცებდა მისი შემართება, რწმენა და ოპტიმიზმი…მისგან ვისწავლე, რომ ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებშიც კი უნდა გიხაროდეს, გიყვარდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს სიკეთის არსებობაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროს, რომ ღირსება ყველაზე მთავარია…

 

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საშიშროება კვლავ დგას 
2021-10-09ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საშიშროება კვლავ დგას 

 

ბებო, რომელმაც საუკუნე შექმნა…ქალი, რომლის ცხოვრება მისი მოსწავლეებისთვის, საახლობლოსთვის ყოველთვის იქნება შეუპოვრობის, სიმამაცის, სიმართლის, სიმტკიცის,სიყვარულის, მიმტევებლობის, სიკეთის მაგალითი..

 

დატოვა უამრავი ადამიანი, რომელიც მისი მადლიერია…პატივი, რომელიც დაიმსახურა… სიკეთე, რომელიც იქ, იმ ქვეყნისკენ გაუნათებს გზას… შთამომავლობა, რომელიც მისი მოგონებით მუდამ ამაყი იქნება….

 

კოვიდი დავამარცხეთ, მაგრამ პოსტკოვიდური მდგომარეობა რთული აღმოჩნდა…”,- ამბობს შვილიშვილი ლალი სიჭინავა.

 

111 წლის ლეონილა გვაჯავა აფხაზეთიდან დევნილი იყო და იგი 80 წლის შვილთან ერთად თბილისში ისნის დასახლებაში ცხოვრობდა.

 

ავტორი: თეა შონია 

 

რა ხდებოდა 2 დღით ადრე სახლში, სადაც სარემონტო სამუშაოებს ნგრევა მოჰყვა

მაშველებმა ნანგრევებში დედის და 11 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

„მაშველებმა ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოიყვანეს“ – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

მამა 25 საათი ნანგრევებთან ელოდებოდა – 11 წლის ბიჭი დედასთან ერთად ნანგრევებიდან ამოასვენეს

VIDEO: „ხალხი მოსულია ნანგრევების გათავისუფლებას იხვეწება, ეს კი..“ – ქურდობა ბათუმში უბედური შემთხვევის დროს 

ავტორი: Prime Time

X