
მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების არეალი იზრდება. თურქეთში, სადაც აქამდე კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, ცოტა ხნის წინ 1 ადამიანი დაინფიცირდა. საერთო ჯამში კი, ვირუსმა 119 ქვეყანა მოიცვა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 119 ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 119 245 ადამიანი, გარდაცვლილია 4 300 და გამოჯანმრთელდა 66 578.
11 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 23 შემთხვევაა დაფიქსირებული. პაციენტებს შორის ერთ-ერთი 12 წლის ბავშვია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში, კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარის მეთვალყურეობის ქვეშ – 46.






















