10:30 | 2020-08-04 ავტორი: Prime Time

12 ათასზე მეტი წარმატებული ოპერაცია და უამრავი გადარჩენილი პაციენტი – ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა

12 ათასზე მეტი წარმატებული ოპერაცია და უამრავი გადარჩენილი პაციენტი – ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი ექიმი ომარ ჭკადუა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები და ნათესავები ავრცელებენ. ომარ ჭკადუა 12 წლის განმავლობაში თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი იყო, მოგვიანებით კი მშობლიურ მესტიას დაუბრუნდა და ადგილობრივ საავადმყოფოში განაგრძო მოღვაწეობა.

 

12 ათასზე მეტი წარმატებული ოპერაცია და უამრავი გადარჩენილი პაციენტი – ასეთია ბატონი ომარ ჭკადუას კარიერა, რომელიც, იმავდროულად, სპორტის ოსტატი იყო სამბოსა და თავისუფალ ჭიდაობაში.

 

მთელი სვანეთის დანაკლისი ომარ ჭკადუა😢ჩემო საყვარელო და უძვირფასესო ადამიანო❤როგორ მენანები😢😢ომარ ექიმო,ომარ ბიძია,ჩემო…

Posted by რუსო ზურებიანი on ორშაბათი, 03 აგვისტო, 2020

 

 

ავტორი: Prime Time

X