11:22 | 2020-11-05 ავტორი: Prime Time

12 წლის გოგოს, რომელიც ონკოპაციენტი დედის წამლისთვის ზღვის სანაპიროზე სიმინდს ყიდდა, ქართულმა კომპანიამ ოცნება აუსრულა

12 წლის გოგოს, რომელიც ონკოპაციენტი დედის წამლისთვის ზღვის სანაპიროზე სიმინდს ყიდდა, ქართულმა კომპანიამ ოცნება აუსრულა

12 წლის მარი სარჯველაძე, რომელიც ონკოლოგიური პაციენტი დედის წამლებისთვის ზაფხულის განმავლობაში ზღვის სანაპიროზე ცხელ სიმინდს ყიდის, ხოლო ზამთარში თბილისში ჯართს აბარებს, ქართულმა კომპანიამ ოცნება აუხდინა.

 

პლედით ვზივარ და ისე ვმეცადინეობ ხოლმე“ – ამბობდა მოზარდი.

 

კომპანია „დიომ“ მიიღო გადაწყვეტილება, გოგონას განვითარების ხელშემწყობი და წამახალისებელი გარემოს უზრუნველსაყოფად ძველი, დაზიანებული ფანჯრები ახალი – მეტალოპლასტმასის ენერგოეფექტური კარ-ფანჯრით შეეცვალათ, რომლის ყველა შემადგენელი კომპონენტი გერმანულია. ასევე, დამატებით ულამაზესი მწვანე ფერის ფარდა ჟალუზი ,,მაგნოლიებით’’ მთელი სახლის ინტერიერი გააფერადეს!

 

დიო“-ს მოულოდნელი სიურპრიზისა და სახლის ინტერიერის განახლების შედეგად გოგონა უზომოდ გაბედნიერდა: „მე ვოცნებობდი, რომ ჩემი ოთახი მქონოდა თეთრი და ლამაზი“ – ამბობდა მარი, „დიო“-მ კი სანუკვარი ოცნება შეუსრულა!

ავტორი: Prime Time

X