16:12 | 2020-06-14 ავტორი: Prime Time

120 წლის ე.წ. ჩინური სახლი ქუთაისში

120 წლის ე.წ. ჩინური სახლი ქუთაისში

ქუთაისში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ე.წ. ჩინურ სახლს შეხვდებით, სახლი ჩინურია თავისი არქიტექტურით, გადახურვით. შენობა ადრე შენობა ფრანგული მოდერნის ნიმუშად იხსენიებოდა.

 

სახლი 120 წლისაა, რომლის მშენებლობაზე ჩინელი მუშები იყვნენ დასაქმებულები. სახლმა რამდენიმე მეპატრონე გამოიცვალა. ერთსართულიანი სახლი მარიამ დავითაშვილი-ჩუბინაშვილის საკუთრება იყო, 1910 წლიდან მას ჯანიო ჯოხაძის ოჯახი ფლობდა.

 

„ჩინური სახლი თვალშისაცემად გამოირჩევა. ერთსართულიანი სახლი მოდერნის სტილის ვილებისათვის დამახასიათებლი ხაზგასმული ასიმეტრიულობით იქცევს ყურადღებას. ქუთაისური სახლებისგან განსხვავებით, შენობას ორი საზეომო მხარე აქვს”, – ნათქვამია წიგნში „ქუთაისო ჩემო დედავ”, რომლის ავტორი ქუთაისის მემატიანე ზურაბ ჯავახაძე გახლავთ.

 

შენობას სახელმწიფო იცავს, რადგან ის აღიცხულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ.

 

 

ქართველმა კადეტმა ვესტ პოინტის სამხედრო აკადემია დაამთავრა 
2020-06-14ქართველმა კადეტმა ვესტ პოინტის სამხედრო აკადემია დაამთავრა 

„შენობა იერსახის მიხედვით არის ჩინური, თორემ ცხადია, შენობა ჩინური არ არის. ამ სტილის სახლი ქუთაისში მეტი არ არის”, – ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენეტოს წარმომადგენელი ქუთაისში როლანდ ისაკაძე.

ავტორი: Prime Time

X