10:37 | 2020-06-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

13 გამოჯანმრთელებული პაციენტი და 3 ინფიცირებული – კორონავირუსის ბოლო მონაცემები 

13 გამოჯანმრთელებული პაციენტი და 3 ინფიცირებული – კორონავირუსის ბოლო მონაცემები 

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 808 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

 

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 13- ით გაიზარდა და 663 გახდა.

 

კარანტინის რეჟიმშია 2955 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 276 პირი.

 

ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X