22:48 | 2021-11-10 ავტორი:

13 წლის თორნიკე ებრალიძე პირველი იყო, ვინც Pfizer-ით აიცრა

13 წლის თორნიკე ებრალიძე პირველი იყო, ვინც Pfizer-ით აიცრა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, გარკვეულმა ინიციატივებმა დადებითი ტენდენცია უკვე აჩვენა. 60 წელს ზემოთ ასაკში აცრები გააქტიურდა.

 

დღეს დაიწყო მოზარდების ვაქცინაციის პროცესი, 13 წლის თორნიკე ებრალიძე პირველი იყო, ვინც Pfizer-ით აიცრა, მისთვის მოტივაცია, სკოლაში უსაფრთხოდ სიარული იყო.

 

რეანიმაციულ განყოფილებებში პაციენტების დიდი ნაწილი ხანდაზმულია და მათ შორის აცრილი არავინ არის. გარდაცვლილთა 80% მიეკუთვნება ამ  ასაკობრივ კატეგორიას.

 

ყოველდღიურად ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლები კლინიკებში მძიმე პაციენტების რიცხვსაც ზრდის.

 

შესაძლოა, ჯანდაცვის სამინიტროს გარე რეზერვების გამოყენება დასჭირდეს. ექიმების პროგნოზები საგანგაშოა, ისინი ამბობენ, რომ ქვეყანას ინფექციის გავრცელების შეკავება გაუჭირდება. ამის საფუძვლად კი, მკვეთრად შემცირებულ ვაქცინაციის ტემპსა და რეგულაციების შეუსრულებლობას ასახელებენ.

ავტორი:

X