00:56 | 2021-04-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

14 დღე ფსიქიატრიულში მიმკურნალეს – ბესო ზანგურის სუიციდის მცდელობა (ძველი ამბავი)

14 დღე ფსიქიატრიულში მიმკურნალეს – ბესო ზანგურის სუიციდის მცდელობა (ძველი ამბავი)

მსახიობ ბესო ზანგურის გარშემო ამტყდარი სკანდალი ამ დრომდე არ ცხრება. უამრავი ადამიანი მის ფსიქოტიპს განიხილავს – ზოგისთვის ის მოძალადე, სხვებისთვის კი – ბულინგის მსხვერპლია.

 

„პრაიმტაიმი“ შეეცადა, აღნიშნული მოვლენებიდან საზოგადოებას ობიექტური ლავირების საშუალება მისცეს. გთავაზობთ ბესო ზანგურის გამოხმაურებას გასული წლის ყველაზე გახმაურებულ – თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

 

მსახიობმა საჯაროდ პოსტი გამოაქვეყნა და ისაუბრა საკუთარი სუიციდის მცდელობის შესახებ. ვფიქრობთ, ეს ამბავი მკითხველს მსახიობზე გარკვეულ წარმოდგენებს შეუქმნის.

 

11 წლის მერე ამას როცა იწყებ, როგორ უნდა იმართლოს მოწინააღმდეგემ თავი, იქნებ „გაჩალიჩება“ გინდა?! - ხვიჩია ნინუცა მაყაშვილზე
2021-04-1411 წლის მერე ამას როცა იწყებ, როგორ უნდა იმართლოს მოწინააღმდეგემ თავი, იქნებ „გაჩალიჩება“ გინდა?! - ხვიჩია ნინუცა მაყაშვილზე

 

სუიციდის მცდელობა ვისაც გქონიათ, ოღონდ მართლა მცდელობას ვამბობ და არა თინეიჯერულ რომანტიულ ქარიზმას, აი მე ისეთი მქონდა, 14 დღე სამკურნალოდ ფსიქიატრიულში მიმკურნალეს, მსგავსი არ ენახათ.

 

სამმა მთავარ ანგელოზმა ჩამომიყვანა და ჩამაბარა ექიმებს საიქიოდან, მოკლედ, ვისაც ჰქონია დამეთანხმება, ყველა მიდიოდით და ეძებდით ისეთ ადგილს, სადაც ვერ გიპოვიდნენ – ეს არის ფაქტი და ამას ვერავინ უარვყოფთ, რომ ბაჩალიაშვილმა მოიკლა თავი და დამნაშავე მშობელია. სულ ესაა.” – წერდა ზანგური.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X