20:01 | 2020-04-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

14 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა პროგრესირება არ ხდება – მარინა ეზუგბაია

14 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა პროგრესირება არ ხდება – მარინა ეზუგბაია

ინფექციური სვადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად 14 მძიმე პაციენტია, რომელთა პროგრესირება არ ხდება.

 

ეზუგბაია იმედს გამოთქვამს, რომ მათი მდგომარეობა რამდენიმე დღეში დაკმაყოფილდება.

„ჯერჯერობით ორი პრობლემური პაციენტის მდგომარეობა უცვლელია. იცით, რომ 14 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა პროგრესირება არ ხდება და იმედია რამოდენიმე დღეში მათი მდგომარეობაც იქნება თითქმის დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში ინფიცირებულია 408 ადამიანი, აქედან 97 გამოჯანმრთელებულია, ამასთან გარდაიცვალა 4.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.

 

21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.

 

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X