15:03 | 2020-06-08 ავტორი: ნინი ტაველიძე

„14 წლის ასაკში გამაუპატირეს, შემდეგ კი ვიდეო Pornhub-ზე ატვირთეს“ – 25 წლის გოგომ ამბავი 11 წლის შემდეგ გაამჟღავნა

„14 წლის ასაკში გამაუპატირეს, შემდეგ კი ვიდეო Pornhub-ზე ატვირთეს“ – 25 წლის გოგომ ამბავი 11 წლის შემდეგ გაამჟღავნა

ოჰაიოში მცხოვრები როუზ კალემბა 14 წლის იყო, როდესაც გააუპატიურეს და ვიდეო Pornhub-ზე ატვირთეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

ბებიაჩემს უნდოდა, რომ სექს-სამუშაო 6 წლის ასაკიდან დამეწყო - ელისკა ტანზერის ისტორია
2020-05-29ბებიაჩემს უნდოდა, რომ სექს-სამუშაო 6 წლის ასაკიდან დამეწყო - ელისკა ტანზერის ისტორია

 

როუზი ოჰაიოში გაიზარდა. საღამოს დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე ხშირად სეირნობდა. ერთხელაც, როდესაც როუზი სასეირნოდ იყო გამოსული, ის სამმა კაცმა მოიტაცა. ერთ-ერთი მათგანი 19 წლის იყო.

 

მათ როუზი მანქანაში ძალით ჩასვეს და ქალაქის მეორე ბოლოში წაივანეს. 14 წლის როუზს 12 საათზე მეტ ხანს აუპატიურებდნენ.

 

ერთ-ერთი მოძალადეთაგანი კი ვიდეოს იღებდა.

 

როუზმა გონება დაკარგა. ის საშინლად ნაცემი იყო. ერთ-ერთი მათგანი როუზს მოკვლით დაემუქრა თუ მათ ვინაობას გაამხელდა. როუზმა პირობა დადო რომ არაფერს იტყოდა. ის მანქანით ისევ ქალაქში დააბრუნეს და სახლთან ახლოს ჩამოსვეს.

 

როგორც კი მამამ როუზი ასეთ მდგომარეობაში დაინახა, სასწრაფოდ პოლიცია გამოიძახა. თუმცა, ეს ინციდენტი ძალიან სკეპტიკურად აღიქვეს. თან გოგონას არ „ახსოვდა“ მოძალალადეების ვინაობა.

 

რამდენიმე თვის შემდეგ როუზმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეო Pornhub-ზე იყო გამოქვეყნებული.

 

„მივხვდი, რომ ეს ვიდეო სკოლაში ყველას ჰქონდა ნანახი. ბავშვები მაბულინგებდნენ. ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ ეს მე თვითონ მინდოდა. რომ მე აქეთ ვაიძულე კაცები ასე მომქცეოდნენ. რომ მე მსუბუქი ყოფაქცევის გოგო ვიყავი.

 

ზოგი დედა თავის შვილს ეუბნებოდა, რომ ახლოს არ გამკარებოდნენ, რათა ისინიც ისე არ შემეცდინა, როგორც მოძალადეები „შევაცდინე“,- ამბობს როუზი.

 

მოგვიანებით როუზმა თავისი ისტორია სოციალურ ქსელში დაწერა.

 

მას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ მათი ვიდეობიც ნებართვის გარეშე ატვირთეს პორნოგრაფიულ საიტებზე.

 

როუზ კალემბა
როუზ კალემბა

 

როუზი ახლა 25 წლისაა. მას შეყვარებული ჰყავს, რომელიც რთული პერიოდების გადალახვაში დაეხმარა. როუზს იმედი აქვს, რომ ის ისინი მალე დაქორწინდებიან.

 

„ჩემმა გამოცდილებამ მასწავლა – მოძალადის ყველაზე ძლიერი იარაღი ჩვენი სიჩუმეა და მე არ ვაპირებ ჩუმად ვიყო“,- ამბობს როუზი.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X