
23 წლის ამერიკელმა მოდელმა და მსახიობმა დეიზი კოულმენმა თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დედამისი, მელინდა ავრცელებს.
მისი თქმით, გოგონამ სიცოცხლე გუშინ ღამით დაასრულა.
მელინდა განმარტავს, რომ დეიზიმ კავშირი გაწყვიტა. მან ვერ შეძლო მდგომარეობიდან გამოსვლა მას შემდეგ, რაც 14 წლის ასაკში გააუპატიურეს.
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. დეიზზე და მის მეგობარ გოგოზე განხორციელდა სექსუალური ძალადობა. ამის შემდეგ მას სოციალურ ქსელში აბულინგებდნენ, მის ოჯახს კი მუქარებს უთვლიდნენ.
არასრულწლოვნები, ვინც ამას ჩადიოდნენ, დღემდე დაუსჯელები არიან.
2016 წელს Netflix-ზე გავიდა ფილმი „ოდრი და დეიზი“, რომელიც ამ ინციდენტს მიეძღვნა. ამის შემდეგ ქოულმენმა სერიალში „დემოკრატია ახლა! და „ტეხასური სასიკვდილო ხაფანგი“ საკუთარი თავი ითამაშა.























