
საქართველოში არსებული მძიმე ეპიდვითარების განსამუხტად და პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში ამ წლის ბოლომდე აუცრელი მოსახლეობის ნაწილისთვის წამახალისებელი ფულადი დახმარება ერთჯერადად გაიცემა.
ეს ინფორმაცია 8 ნოემბერს, მტავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
„200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ, პირველი დეკემბრიდან“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
“პრაიმტაიმი” დაინტერესდა, რა დაუჯდება საქართველოს მოსახლეობას ანტივაქსერი პენსიონერების ფულადი წახალისება და რამდენი ანტივაქსერი ასკით პენსიონერია ქვეყანაში. აღნიშნული ციფრებში ასე გამოიყურება:
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დამუშავებული სტატისტიკური მონაცემებით, ამ დრომდე საერთო ჯამში 259 256 პენსიონერი აცრილია კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მდგომარეობით, საქართველოში სულ 958 317 ასაკით პენსიონერი იყო აღრიცხული. გამოდის, რომ მათგან ვაქცინა 699 061 ასაკით პენსიონერს არ გაუკეთებია და სწორედ მათთვის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ვინც ვაქცინაციას მიმართავს 200 ლარიან ერთჯერად წამახალისებელ საჩუქარს მიიღებს.

გამოდის, რომ ანტივაქსერი პენსიონერების აცრა იმ შემთხვევაში, თუ უკლებლივ ყველა აიცრება, საქართველოს მოსახლეობას ჯამში 139 812 200 ლარი დაუჯდება.
აქვე ნახეთ: პრემიერის განცხადება საპენსიო დანამატის შესახებ
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























