10:54 | 2021-02-22 ავტორი: Prime Time

147 ინფიცირებული, 12 გარდაცვლილი – 22 თებერვლის მონაცემები კორონავირუსზე

147 ინფიცირებული, 12 გარდაცვლილი – 22 თებერვლის მონაცემები კორონავირუსზე

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5275 ტესტი. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2736, PCR ტესტით – 2539.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 147ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 268502-ს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 607 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 12.

ავტორი: Prime Time

X