
NASA დედამიწასთან მოახლოებულ ასტეროიდებს თვალყურს მუდმივ რეჟიმში ადევნებს, 11 აპრილს აღმოჩენილი 2020 GH2 კი ჩვენს პლანეტას ოთხშაბათს, 15 აპრილს ჩაუფრენს.
საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ასტეროიდის აღმოჩენის შესახებ ოფიციალური წერილი შაბათს გამოაქვეყნა. 12 აპრილს ობიექტისთვის ფოტოს გადაღება დისტანციურად მართვადი ვირტუალური ტელესკოპის საშუალებით მოხერხდა.
Newly discovered asteroid #2020GH (about 25 m in diameter) will have a close encounter with Earth on April 15, 2020 at ~ 01:02 UTC flying at 0.89 LD (lunar distances) or about 341,760 km https://t.co/5muWszxhOJ pic.twitter.com/vi4LMsDaIo
— Massimo (@Rainmaker1973) April 12, 2020
ასტეროიდის ზომა 13-30 მეტრია და ის დედამიწას 360 000 კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდება.
ეს შემთხვევა კარგად უსვამს ხაზს, თუ რამდენად გვიან შეიძლება აღმოვაჩინოთ დედამიწასთან მოახლოებული უცხო სხეული.
ამ შემთხვევაში სანერვიულო არაფერი გვაქვს. 2020 GH2 დედამიწას ახლო, მაგრამ სრულიად უსაფრთხო დისტანციაზე ჩაუვლის და საკუთარ მოგზაურობას გააგრძელებს






















