00:41 | 2021-10-05 ავტორი: თამარ ბუჩუკური

15 და 20 წლის გოგონები დედას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ – რა ირკვევა ჩვენებიდან, რომელიც დებმა ბერძენ სამართალდამცველებს მისცეს

15 და 20 წლის გოგონები დედას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ – რა ირკვევა ჩვენებიდან, რომელიც დებმა ბერძენ სამართალდამცველებს მისცეს

15 და 20 წლის დები საკუთარ დედას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ – ამ მძიმე ისტორიას ბერძნული მედია აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ გოგონებზე არა მხოლოდ მშობელი, არამედ – დედის პარტნიორიც ძალადობდა.

 

“საბერძნეთში ბომბივით გასკდა ამბავი, რომელიც 15 და 20 წლის გოგონებს ეხებათ. ბრალდების მიხედვით, დედა მათზე სექსუალურად მას შემდეგ ძალადობდა, რაც წამოიზარდნენ და მათი სხეულები, როგორც თავად ამბობენ, “ქალისას დაემსგავსნენ”.

 

20 წლის გოგო ამბობს, რომ დედა მასზე სექსუალურად ძალადობდა, ეუბნებოდა, რომ ის მას ეკუთვნოდა და იმას გააკეთებდა, რაც თავად სურდა. საუბედუროდ, ვინაიდან ბავშვობიდან ასე იზრდებოდა, ეგონა, რომ ეს ყველაფერი ნორმალური მოვლენა იყო. თუმცა, ამ საქმეში ერთადერთი ბრალდებული მათი დედა არ არის. დები ჰყვებიან, რომ ძალადობაში მონაწილეობდა ქალის პარტნიორიც.

 

15 წლის მოზარდი მედიასთან საუბრისას ცრემლს და ემოციებს ვერ იკავებს და ჰყვება, როგორ ძალადობდა მასზე მამაკაციც, ასევე, ახსენებს ძალადობრივ ეპიზოდს კიდევ ერთი 17 წლის ბიჭის მხრიდან.

 

ორივე აღნიშნავს, რომ ცხოვრების არცერთ ეტაპზე დედისგან სიყვარული არ უგრძვნიათ. სამართალდამცველებისთვის მიცემულ ჩვენებაში ისინი აღნიშნავენ, რომ დედა 20 წლის გოგონას სხეულს სხვა მამაკაცებს სთავაზობდა და ამით ფულს შოულობდა.

 

ცნობილია, რომ ქალს არასრულწლოვან შვილზე მეურვეობა უკვე ჩამოერთვა. ადვოკატი კი აცხადებს, რომ ყველა მოუთმენლად ელოდება, როდის გამოიტანს სასამართლო განაჩენს.

 

ასევე ნახეთ “პრაიმტაიმის” სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X