
„15-მდე გამოჯანმრთელებული პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას სავარაუდოდ ხვალ დატოვებს“, – ამის შესახებ პირველ საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 99 პაციენტი, აქედან 88 არის ინფიცირებული. ერთ პაციენტთან მოგვივიდა უარყოფითი ორივე შედეგი და ის ეწერება კლინიკიდან. რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი, აქედან 6 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 3 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენი პაციენტებიდან დაახლოებით 15-თან კომპიუტერული კვლევით დადებითი კლინიკა დაფიქსირდა. ანალიზები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, ველოდებით პასუხებს და, სავარაუდოდ, ხვალ ისინი დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები 385-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 84 პაციენტი.
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















