22:15 | 2021-07-08 ავტორი: Prime Time

15 მიწისძვრა 30 დღეში – რამდენად საშიშია და როგორ ხსნიან მომხდარს სეისმოლოგები და სასულიერო პირები 

15 მიწისძვრა 30 დღეში – რამდენად საშიშია და როგორ ხსნიან მომხდარს სეისმოლოგები და სასულიერო პირები 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებასთან 15 მიწისძვრა დაფიქსირდა. ეს გასაკვირი არაა იმის ფონზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 24 საათში, ეს უკვე მეხუთე მიწისძვრაა, რომელიც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა…

 

რატომ ფიქსირდება დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიწისძვრა ერთსა და იმავე ადგილას, ამ კითხვით სეისმოლოგს თეა გოდოლაძეს მივმართეთ.

 

მზადდება სერიოზული მუხტი ბევრად დიდი მიწისძვრისთვის - ნათელაშვილი მიწისძვრებზე
2021-07-08მზადდება სერიოზული მუხტი ბევრად დიდი მიწისძვრისთვის - ნათელაშვილი მიწისძვრებზე

 

„ეს არის ჩვეულებრივი ტექტონიკური აქტივობა, დმანისის ეს მონაკვეთი შარშან და შარშანწინაც აქტიური იყო. ეს არის ჩვეულებრივი აქტივობა, პროგნოზს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, უფრო მეტი მოხდება თუ უფრო ნაკლები, შესაბამისად პროცესები ან გაგრძელდება, ან შემცირდება.

 

ამ ინტენსივობით მიწისძვრა მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ადგილი სადაც მიწისძვრა ფიქსირდება, ჯავახეთის ქედია, ვულკანური ქედი, რა თქმა უნდა აქ მოხდება მიწისძვრები. ამჟამად მოსახლეობას მოვუწოდებდი, რომ დამშვიდდნენ და შეინარჩუნონ სიმშვიდე“, – ამბობს თეა გოდოლაძე.

 

 

მომხდარს სხვაგვარად ხსნის მამა არჩილ მინდიაშვილი.

 

დეკანოზი ჩვენთან საუბრისას რამდენიმე მიზეზზე საუბრობს, რის გამოც ბოლო პერიოდში საქართველოში მიწისძვრები გახშირდა.

„ეკლესიის სწავლების მიხედვით ეს დაკავშირებულია ძმათა შუღლთან, დაპირისპირებასთან, მარხვის შეურაცხყოფასთან და რაც ხდება, თუნდაც ზნედაცემულობის დაკანონებასთან პარლამენტის დონეზე და ა.შ. ყველაფერი დაკავშირებულია ღმერთთან და ცოდვებთან.

მიწისძვრები სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდება საქართველოში, შეიძლება ეს უკავშირდებოდეს ლაბორატორიას აფხაზეთში, რომელიც რუსების ხელშია და ხელოვნურად შეუძლიათ ქანების შეცვლა ისრაელამდე“,- გვითხრა მამა არჩილ მინდიაშვილმა.

 

 

ეს ინფორმაციები დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X