12:26 | 2021-03-18 ავტორი: Prime Time

15 წლის გოგოსთან სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე დაკავებული კაცი სასამართლომ გაათავისუფლა

15 წლის გოგოსთან სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე დაკავებული კაცი სასამართლომ გაათავისუფლა

სასამართლომ 15 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე დაკავებული 25 წლის მამაკაცი სასამართლომ 15 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ახლა ის სახლშია.

 

ბრალდებულმა გირაო უკვე გადაიხადა.

მომხდარზე საჯაროდ საუბარი არ სურთ არც დაზარალებულის და არც ბრალდებულის ოჯახის წევრებს.

 

მოსამართლის გადაწყვეტილებას მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, დაკავებული წინასწარ, ორთვიან პატიმრობაში დაეტოვებინათ. მიზეზად მოწმეებზე ზემოქმედება და მტკიცებულების განადგურება დასახელდა.

 

მოსამართლემ გირაოთი გაუშვა პედოფილი... აი, ასეთ ნაგავ ქვეყანაში ვცხოვრობთ! - ბაია პატარაია
2021-03-18მოსამართლემ გირაოთი გაუშვა პედოფილი... აი, ასეთ ნაგავ ქვეყანაში ვცხოვრობთ! - ბაია პატარაია

 

არასრულწლოვნის ძმა კი, რომელიც დაზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაშია ბრალდებული, ციხეში რჩება.

 

 

თელავში 2 კვირის წინ მომხდარი დანაშაულის დეტალები დღეს ხდება ცნობილი.

ავტორი: Prime Time

X