12:39 | 2021-12-05 ავტორი: Prime Time

„150-მდე უცხო ადამიანის დაკრძალვას დავესწარი“… – 55 წლის ბრიტანელი ქალი ხსნის მიზეზს, თუ რატომ დასტირის სხვის მიცვალებულებს

„150-მდე უცხო ადამიანის დაკრძალვას დავესწარი“… – 55 წლის ბრიტანელი ქალი ხსნის მიზეზს, თუ რატომ დასტირის სხვის მიცვალებულებს

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 55 წლის ქალი, ჟან ტრენდ ჰილი აცხადებს, რომ უცხო ადამიანების დაკრძალვის ცერემონიებზე დასწრება სიმშვიდეს გვრის.

 

ინფორმაციას ამის შესახებ THE SUN-ი ავრცელებს.

 

„ბავშვობიდან სიკვდილი ჩემში განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში 150-მდე უცხო ადამიანის დაკრძალვის ცერემონიას დავესწარი. მახსოვს ერთხელ კრემატორიუმში როგორ შეიტანეს კუბო, შიგ ქალი იწვა, რომელსაც არ ვიცნობდი მაგრამ რაღაცნაირად სიმშვიდეს მანიჭებდა, რომ მის გვერდით ვიყავი“,- ამბობს ის.

 

ჟანი 14 წლის იყო, როდესაც მამა, ჯო დაკარგა.

 

„მახსოვს დედისთვის ტკივილი რომ ამერიდებინა, მე დავეხმარე დაკრძლავის ცერემონიის ორგანიზებაში. 20 წლის ასაკში კი დედაც დავკარგე. ამ შემთხვევაშიც მე მომიწია ყველაფრის დაგეგმვა. მერე ბევრი ახლობელი გარდამეცვალა და რაღაცნაირად სულ მე მთხოვდნენ დახმარებას, რომ ყველაფერი დამეგეგმა და ამის მერე როცა დაკრძალვის ცერემონიებს ვხედავ, ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს სახლში ვარ“,- ამბობს ჟანი.

 

 

თავისუფალ დროს ჟანი სასაფლაოზე ატარებს, ხშირად იღებს ფოტოებს. როგორც თვითონ ამბობს, იქ ყოფნის დროს ჰგონია რომ მშობლებთან არის.

 

„დავდივარ საფლავებს შორის, ვიყურებ უცხო ადამიანების ფოტოსურათებს და ვფიქრობ, ნეტა ვინ იყვნენ ისინი, რა ისტორია ჰქონდათ. ხშირად ვასუფთავებ კიდევაც თუ დავინახე რომ ჭუჭყიანია. მახსოვს ერთხელ მთხოვეს კიდეც, რომ დავსწრებოდი იმ ადამიანის დაკრძალვის ცერემონიას, ვისაც არავინ არ ყავდა. მეც დავთანხმდი და თან გული მეტკინა, რომ გარდაცვლილს არავინ ყავდა. იმის მერე უცხო ადამიანების დასაფლავების ცერემონიებს ხშირად ვესწრები. უმეტესობა მათგანს არავინ დარჩა რომ დაიტირონ, ამიტომ მე მივდივარ. ჩემი ოჯახი „მოტირალს“ მეძახის. არ მეშინია სიკვდილის. ასეთია ცხოვრება“,- აღნიშნავს ის.

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X