14:46 | 2020-05-27 ავტორი: თამთა თორდია

150 მილიონი ლარი დევნილებისთვის – გახარიას გეგმა

150 მილიონი ლარი დევნილებისთვის – გახარიას გეგმა

გამოიყოფა დამატებით 150 მილიონი ლარი, რათა უახლოეს პერიოდში სწრაფად მოხდეს ლტოლვილთა ბინებით უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

 

„გამოიყოფა დამატებით 150 მილიონი ლარი, რათა უახლოეს პერიოდში სწრაფად მოხდეს დევნილების ბინებით უზრუნველყოფა.

 

ესეც იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორისთვის, რათა მათი მდგრადობა იყოს ძლიერი.

 

ეს ხდება იმიტომ, რომ მათ გაუძლონ ამ კრიზისს გრძელვადიან პერიოდში, არ განმეორდეს ის უბედურება რაც მოხდა 2008 წლის კრიზისის შემდეგ, როდესაც უამრავი ოჯახი გაუბედურდა საქართველოში იმის გამო, რომ ბოლო შემოსავალი ქონდათ ბინებში გადახდილი და დღესაც ქუჩაშია დარჩენილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

გამოჩნდნენ შარლატანები, რომლებიც ე.წ სწრაფ ტესტებს გვთავაზობდნენ - გიორგი გახარია
2020-05-27გამოჩნდნენ შარლატანები, რომლებიც ე.წ სწრაფ ტესტებს გვთავაზობდნენ - გიორგი გახარია

 

ნახეთ, ჩამონათვალი, რა შეზღუდვები იხსნება მომავალი ორი კვირის განამვლობაში:

 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას იწყებს

 

მიკროავტობუსებით გადაადგილება დასაშვები ხდება

 

როდიდან ამუშავდება სასტუმროები – გახარია თარიღს ასახელებს

 

ნახეთ, როდის იხსნება რესტორნები

 

ორშაბათიდან მოლები გაიხსნება – გიორგი გახარია

 

ავტორი: თამთა თორდია

X