
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1562 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1490 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 332441-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 312349 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური – 5,26%, ბოლო 14 დღის – 4,85%, ბოლო 7 დღის – 3,72%.
ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.






















