
ეპიდემიის აფეთქების შემდეგ პირველად, იტალიაში რეკორდული რაოდენობის პაციენტები გამოჯანმრთელდნენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში 1590 ადამიანი განიკურნა. ინფორმაციას იტალიური მედია tgcom24 ავრცელებს.
ჯამში იტალიაში სულ 14,620 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
გარდა ამისა, ბოლო ინფორმაციით იტალიაში კორონავირუსით 812 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ჯამში 11,591 მსხვერპლს შეადგენს.
რაც შეეხება საქართველოს:
მიმდინარე მოვლენების ქრონიკა მოკლედ:
- 30 მარტს, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა.
- 30 მარტს, გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 20-ს მიაღწია.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















