
„დაახლოებით 16-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს სხვადასხვა რეგიონში“,- ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.
„ნებისმიერი დიდი თავშეყრა ეპიდსიტუაციის გაუარესების მომატებული რისკია, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს.
დღეს დაახლოებით 16-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. ყველა ეპიდაფეთქება უკავშირდება დიდ თავშეყრებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.






















