
ირინა სარიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„არანაირი დაკმაყოფილების გრძნობა არ მქონია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესით – საერთოდ არანაირი.
თუ არ ჩავთვლით იმას, რომ უბედური შემთხვევით დაკვალიფიცირების მცდელობა ჟურნალისტების აქტიურობის შედეგად ჩაიშალა და დადგინდა მკვლელობა, მეტი არაფერი ამ პროცესზე ჩემთვის არ გარკვეულა. არათუ არ გარკვეულა, პირიქით, საშინლად დამძიმებული ვარ იმის ფიქრით რომ მისჯილებიდან რომელიმე, თუ რამდენიმე არა, არ არის მკვლელი ან მკვლელობის თანამონაწილე და წარმოდგენაც კი მიჭირს, რას განიცდის ასეთი მძიმე ბრალდებით უსამართლოდ მისჯილი ან მისი ოჯახი.
ნახეთ: ⇓ რას წერს შაქარაშვილის საქმესთან დაკავშრებით ირინა სარიშვილი
ჩუმად არიან და ამიტომ ეტენებათო – არ არის ჩუმად ნიკოლოზ რევაზიშვილი – ამბობს რაც იცის და არც არავის დანაშაულს საკუთარ თავზე არ იღებს. 16 წელი მიუსაჯეს იმისთვის რაც არ ჩაუდენია, ხელი დააფარეს ნამდვილ დამნაშავეებს, რითაც უზომოდ კმაყოფილი ჩანს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მაგრამ არა მე ან ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სიმართლის დადგენა უნდა და რომელსაც უსამართლობის გრძნობა გულს და ტვინს უღრღნის, თუნდაც ეს მას არ ეხებოდეს.
კარგია რომ მკვლელობას არ დაერქვა ხიდიდან გადავარდნა – სიმართლის გარკვევა ყოველთვის კარგია, მაგრამ ვერასდროს ვერავინ გადამარწმუნებს რომ უდანაშაულოს დასჯა უფრო დიდი ბოროტებაა ვიდრე დამნაშავის დაუსჯელობა.
ასე ვფიქრობ და სხვანაირად არ შემიძლია”, – წერს ირინა სარიშვილი.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბიძინა სტურუამ განაჩენი 9 მარტს გამოცხადა.
არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ორი ბრალდებული არასრულწლოვნის მიმართ კი განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.






















