10:15 | 2021-03-05 ავტორი: Prime Time

16 წლის ბიჭი ორმა კაცმა ფარდულში დაატყვევა, პოლიციამ ის 40 წლის შემდეგ იპოვა

16 წლის ბიჭი ორმა კაცმა ფარდულში დაატყვევა, პოლიციამ ის 40 წლის შემდეგ იპოვა

კუმბრიაში 80 წლისა და 55 წლის მამაკაცს ტრეფიკინგში ედებათ ბრალი. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, 2018 წლის ოქტომბერში პოლიციამ მცირე ფარდულში 58 წლის ბრიტანელი მამაკაცი იპოვა.

 

აღმოჩნდა, რომ ის ამ ფარდულში 40 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. პოლიციის განცხადებით, მსხვერპლი ფარდულში 16 წლის ასაკიდან იმყოფებოდა.

 

ნახეთ ვიდეო ↓

 

ფარდულში პოლიციამ ტელევიზორი, საწოლი და ელექტროგამათბობელი აღმოაჩინა. 58 წლის მამაკაცი სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანეს, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეემოწმებინათ.

 

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ მსხვერპლს ყველანაირი დახმარება და მხარდაჭერა მიეღო.როდესაც ის ვიპოვეთ, ძალიან შეშინებული იყო“,- აცხადებს პოლიციის ოფიცერი, მარტინ პლიმერი.

 

 

მუქარა ორ მეჩეთზე - 27 წლის მამაკაცს მკვლელობის მუქარისთვის ასამართლებენ ( ახალი ზელანდია)
2021-03-04მუქარა ორ მეჩეთზე - 27 წლის მამაკაცს მკვლელობის მუქარისთვის ასამართლებენ ( ახალი ზელანდია)
ავტორი: Prime Time

X