
16 წლის ნიკა ბარბაქაძის შესახებ რამდენიმე თვის წინ გიყვებოდით. მას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა და დიაგნოზის დასმიდან მალევე კორონავირუსით დაინფიცირდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ახალგაზრდა ბიჭი მწვავე ლიმფობლასტიური ლეიკემიის გადასამოწმებლად ექიმთან მივიდა და დადგენილი წესით, კორონავირუსზე სწრაფი ტესტი აუღეს, პასუხი პოზიტიური აღმოჩნდა.
ის მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიასა და კორონავირუსს ერთდროულად ციციშვილის სახელობის კლინიკაში ებრძვოდა. მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ მისი გადაყვანა თურქეთში გახდა საჭირო.
ახალგაზრდა ფეხბურთელს „მედიპოლ მეგაში“ ქიმიო – თერაპიის რამდენიმე კურსი ჩაუტარდა. მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა უსახსრობის გამო, ოჯახმა საავადმყოფოს დავალიანების დაფარვა ვეღარ შეძლო და ის სამკურნალოდ საფრანგეთში გადაიყვანეს.
თურქეთის კლინიკაში ამჟამად ნიკა ბარბაქაძის დავალიანება 10 ათას დოლარამდეა, რისი დაფარვის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
გუნდ „გაგრა“-ს 17 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ ნიკას გასაჭირს საზოგადოება კიდევ ერთხელ მიიტანს გულთან მის გასაჭირს და მის დასახმარებლად დაირაზმებიან.
ნიკას დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ.
საქართველოს ბანკი:
GE36BG0000000577931400
მიმღები ნათია მოდებაძე
თიბისი ბანკი:
GE75TB7720045061100102
მიმღები სალომე თირქია
ლიბერთი ბანკი:
GE19LB0211125792950000
მიმღები ნათია მოდებაძე
ტელ: 0901000871 ზარის ღირებულება 1 ლარი






















