
ისრაელის პოლიცია 16 წლის გოგოს ჯგუფურად გაუპატიურების საქმეს იძიებს. ინციდენტი ქალაქ ეილატის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
16 წლის გოგო სასტუმროში მეგობრებთან ერთად ისვენებდა, შემდეგ კი აბაზანაში წავიდა. ამის შემდეგ, 30-მა ბრალდებულმა ის რიგრიგობით გააუპატიურა.
მოწმეების მტკიცებით, მათ სასტუმროს ერთ-ერთ ნომერთან რიგი დაინახეს, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევიათ.
რამდენიმე ბრალდებული უკვე დაკავებულია. მათი მტკიცებით, ყველაფერი ორმხრივი თანხმობის საფუძველზე მოხდა და 16 წლის გოგო მათ რიგრიგობით ნომერში ეძახდა. თავად დაზარალებული კი ამტკიცებს, რომ ბრალდებულები ვერ შეაჩერა.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ბენიამით ნეთანიაჰუ. მისი განცხადებით, ეს არის დანაშაული არა 16 წლის გოგოს, არამედ კაცობრიობის წინაშე.























