10:48 | 2021-02-15 ავტორი: Prime Time

165 ინფიცირებული და 11 გარდაცვლილი – 15 თებერვლის მონაცემები კორონავირუსზე

165 ინფიცირებული და 11  გარდაცვლილი – 15 თებერვლის მონაცემები კორონავირუსზე

დღეს, 15 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 639 ადამიანი. სამწუხაროდ, ვირუსით გარდაიცვალა 11 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია stop.cov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 9197, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6208, PCR ტესტით – 2989.

 

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,79%, ბოლო 14 დღის – 3%, ბოლო 7 დღის – 2,5%.

 

კარანტინის რეჟიმში – 238

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1932

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 232

ავტორი: Prime Time

X