
17 აპრილიდან შეზღუდვები დაწესდება ქალაქის სასაფლაოებზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან ათი დღის ვადით, ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე. მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი.“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ამ თემას თავის მხრივ საპატრიარქოშიც ეხმაურებიან.
საგანგებო ბრიფინგზე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ სასაფლაოზე არგასვლით ქრისტიანული წესი არ ირღვევა და საერთოდაც, ეს ძველიდან მომდინარე ტრადიციაა მხოლოდ.
შეგახსენებთ, რომ ეს წუთია ცნობილი გახდა, რომ მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
დიდ ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგიისას დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია.
ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება საპატრულო ეკიპაჟები, რომლებიც უზრუნველყოფენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში გათვალისწინებულ წესრიგს.






















