
ურეკში გაუჩინარებული 20 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოებში 17 მაშველი, 4 მყვინთავი და 6 მცურავი საშუალებაა ჩართული. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
„გუშინ ურეკში, 2 ახალგაზრდა მამაკაცს ესაჭიროებოდა დახმარება, წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ერთის გამოყვანა მაშველებმა მოახერხეს, მეორე წყალში გაუჩინარდა.
საძიებო სამუშაოებში ჩართული 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება, მათ შორის ერთი ექოლოტი, რომლიც ახდენს ფსკერის სკანირებას და ასევე დრონი“, – ამბობენ უწყებაში.
შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ, 15 აგვისტოს მოხდა.























