
17 წლის ალექს პომპამ დედის დასაცავად მოძალადე მამა მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
ალექსის თქმით, ის ცდილობდა დედა როგორღაც მოძალადე მამისგან დაეცვა. პოლიციის განცხადებით, 52 წლის ჯუზეპე პომპა ოჯახზე წლების განმალობაში ძალადობდა. შემთხვევა იტალიაში მოხდა.
გამოცემი ინფორმაციით, ჯუზეპე საკმაოდ ეჭვიანი იყო, ის ცოლს დღეში 100-ჯერ ურეკავდა, რათა მისი ყოველი ნაბიჯის შესახებ სცოდნოდა.
მკვლელობის ღამეს 18 წლის ალექსმა ბიძამისს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც დახმარებას ითხოვდა, რადგან მამის ეშინოდა.
ალექსის თქმით, იმ საღამოს ჯუზეპე ძალიან გაღიზიანებული იყო და ირწმუნებოდა, რომ მის ცოლს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მხარზე ხელი დაადო. ჯუზეპემ ცოლს ჯერ სახეში ტელეფონი ესროლა, შემდეგ კი მის საცემლად გაემართა. ალექსმა გადაწყვიტა დედა დაეცვა. ის სასწრაფოდ სამზარეულოში გაიქცა, დანა იპოვა და მამას ჩაარტყა.
მამის მკვლელობის შემდეგ ალექსმა პოლიციაში თვითონვე დარეკა და მომხდარის შესახებ უთხრა.
ალექსს, რომელიც ახლა 18 წლისაა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.























