18:34 | 2020-12-20 ავტორი: Prime Time

17 წლის გიორგი ახლა თქვენს იმედზეა – მას აქვს გადარჩენის შანსი

17 წლის გიორგი ახლა თქვენს იმედზეა – მას აქვს გადარჩენის შანსი

17 წლის, გიორგი ბერიძეს ექიმებმა დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინეს.

 

გიორგი ავად მოულოდნელად გახდა. იგი ყოველთვის აქტიური, სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა – თამაშობდა ფეხბურთს, ფრენბურთს… თუმცა, ერთ დღეს, როდესაც ღებინების მიზეზით, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას გულის კუნთის მძიმე დაავადება დაუდგინეს.

 

 

ექიმების ცნობით, პაციენტის მდგომარეობა ძალიან კრიტიკულია. უნდა აღინიშნოს, რომ დაავადება გულის საკმარისი სისხლით მომარაგებას აფერხებს. მას არითმიები, სისხლის კოლიტების წარმოქმნა და უცაბედი სიკვდილი ახასიათებს, რის გამოც გიორგის გულის გადანერგვა დაუყონებლივ ესაჭიროება.

 

„პრაიმტაიმი“ პაციენტის დას – გურანდა ბერიძეს გაესაუბრა. მისი თქმით, 21 დეკემბერს ე.წ. დეჰიბრილატორისპეისმეიკერის იმპლანტაცია იგეგმება. იმპლანტის დახმარებით, შენელებული გულისცემის დარეგულირება გახდება შესაძლებელი, თუმცა გიორგის გადასარჩენად ეს საკმარისი, მაინც არაა.

 

გადანერგვის ოპერაცია ბელარუსში, მინსკში უნდა ჩატარდეს, ოპერაციის საფასურის გადახდა ოჯახს არ შეუძლია. ხაზგასასმელია, რომ პროცედურის ღირებულება ამ დროისთვის, 140 000 დოლარს აღემატება, თუმცა ფასთან დაკავშირებით, მინსკთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ, მიმდინარეობს (საუბარია საფასურის მომატებაზე).

 

„საქმე იმდენად კრიტიკულადაა, რომ გულის გადანერგვა უკვე შესაძლებელი, რომ იყოს, დღესვე გადავნერგავდით“ – განაცხადა გურანდამ.

 

პაციენტი და ოჯახის წევრები, თბილისში, „ჯეო ჰოსფითალსში“ იმყოფებიან. გიორგი ამ დროისთვის, საღ გონებაზეა, თუმცა დროთა განმავლობაში, წნევის ვარდნა, თავბრუს ხვევა და გათიშვები ახასიათებს.

 

 

გიორგის ოჯახის წევრები და ახლობლები, სოციალურ ქსელში ხალხს დახმარებისაკენ მოუწოდებენ.

 

„ჩვენი გიო ძლიერია. ის ისეთი პოზიტიური და თბილია ყველაფერს შეძლებს თავისი მშვენიერი ღიმილით და არ დანებდება. ყველა გიოსთვის გავერთიანდით. გიო მალე კარგად იქნება და დაგვიბრუნდება. გიო არის ჩვენი ჩემპიონი“ – წერს ბერიძის ერთ-ერთი მეგობარი – სალომე კვირიკაძე.

 

გიორგი ახლა თქვენს იმედზეა – მას აქვს გადარჩენის შანსი.

 

დასახმარებლად, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 09 01 200 127 (ზარის ღირებულება 1 ლარია) ან გადაურიცხოთ თანხა:

 

საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000498356811

ლიბერთი ბანკი: #GE25LB0711112359663000

თიბისი ბანკი: #GE24TB7624536010300023 (მიმღები – მედეა მახარაძე).

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: Prime Time

X