17:44 | 2021-05-03 ავტორი: Prime Time

18 აპრილს გავიდა სახლიდან… – პაატა ჩიქობავას ოჯახი მეთხუთმეტე დღეა ეძებს

18 აპრილს გავიდა სახლიდან… – პაატა ჩიქობავას ოჯახი მეთხუთმეტე დღეა ეძებს

ზუგდიდელ პაატა ჩიქობავას ოჯახი უკვე მეთხუთმეტე დღეა უშედეგოდ ეძებს.

 

არსებული ინფორმაციით, ჩიქობავა ბოლო სამი წელია ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად პოლონეთში ცხოვრობს.

 

ის 18 აპრილს გავიდა სახლიდან და უკან არ დაბრუნებულა.

 

დაკარგულის ნათესავები ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს დახმარების თხოვნით მიმართავენ და დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

 

„იმდენად კარგი, პატიოსანი კაცია, მას არ შეეძლო მაგალითად, მე უყურადღებოდ დავეტოვებინე,” –  აცხადებს დაკარგული მამაკაცის მეგობარი ალექსანდრე ბეცაშვილი.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლონეთში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

 

ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ საკონსულოს და მათ მიეცათ განმარტება, თუ რა პროცედურებია საჭირო, რომ პოლონურმა მხარემ დაიწყოს ოფიციალური პროცედურები დაკარგული მოქალაქის მოსაძებნად. პოლონეთში საქართველის საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცავებთან, რათა მიიღოს უახლესი ინფორმაცია.

 

Нет описания.

 

ავტორი: თეა შონია

 

 

ავტორი: Prime Time

X