
ვრცელდება ანასტასია შატალოვას მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა. ახალგაზრდა ქალის სახლთან დამონტაჟებული კადრები გადაღებულია სათვალთვალო კამერით. მკვლელი შატალოვას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან დახვდა.
პირი, რომელსაც სახე შავი ნაჭრით ჰქონდა დაფარული, 27 წლის ანასტასია შატალოვას ოთხი საათის განმავლობაში ელოდებოდა. ის შატალოვას კართან რამდენჯერმე ესროლა. ოფიციალური ინფორმაციით, შატალოვას ზურგში, 7-ჯერ ესროლეს.
ამ საქმეზე დაკავებულია 3 პირი, აქედან ორი შეუტყობინებლობის ბრალდებით.
კადრები ტელეკომაპნია „ფორმულა“






















