10:32 | 2020-09-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

182 ინფიცირებული და 13 გამოჯანმრთელებული – ბოლო მონაცემები კორონავირუსზე

182  ინფიცირებული და 13 გამოჯანმრთელებული – ბოლო მონაცემები კორონავირუსზე

საქართველოში COVID19-ის 182 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

 

მონაცემები stopcov.ge ზე განახლდა.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X