20:18 | 2020-06-28 ავტორი: ალექსი ქამადაძე

19-20 წლის სპორტსმენ ბიჭებს კარიერა ენგრევათ – შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი

19-20 წლის სპორტსმენ ბიჭებს კარიერა ენგრევათ – შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი

სამარცხვინოა, რომ ახალგაზრდა, 19-20 წლის სპორტსმენ ბიჭებს კარიერა ენგრევათ იმის გამო, რომ ვინმემ რამე არ იფიქროს, – ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

 

ასევე, დაკავებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავენ.

 

VIDEO: ვრცელდება დაპირისპირების კადრები - შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე
2020-06-27VIDEO: ვრცელდება დაპირისპირების კადრები - შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე

 

„დღევანდელი გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოების და პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო. სამარცხვინოა ასეთ მოსამართლეებს რომ ვხედავ და სამარცხვინოა, რომ ახალგაზრდა, 19-20 წლის სპორტსმენ ბიჭებს კარიერა ენგრევათ იმის გამო, რომ ვინმემ რამე არ იფიქროს“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

 

დღეს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

 

ასევე, ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 17 პირი დააკავა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X