
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი დაინფიცირდა, 1 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 912 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5936 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.























