12:51 | 2020-11-19 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

19 ნოემბერი: 3 697 ახალი კოვიდშემთხვევა, 2409 გამოჯანმრთელებული, 38 გარდაცვლილი

19 ნოემბერი: 3 697 ახალი კოვიდშემთხვევა, 2409 გამოჯანმრთელებული, 38 გარდაცვლილი

დღეს, 19 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 409 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 38.

 

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში გამოვლენილი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში, აჭარასა და იმერეთში ფიქსირდება.

 

კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:

 

თბილისში გამოვლენილია 1 256 შემთხვევა, აჭარა – 664, იმერეთი – 538, ქვემო ქართლი – 243, შიდა ქართლი – 175, გურია – 127, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 304, კახეთი – 238, მცხეთა-მთიანეთი – 91, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2370 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 5763

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X