23:26 | 2020-06-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

19 წლის ბიჭები ჯერ კიდევ ბავშვები არიან საქართველოში – ახვლედიანის ადვოკატი შეცვლილ ჩვენებებზე

19 წლის ბიჭები ჯერ კიდევ ბავშვები არიან საქართველოში – ახვლედიანის ადვოკატი შეცვლილ ჩვენებებზე

19 წლის ბიჭები ჯერ კიდევ ბავშვები არიან – ასე ხსნის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ვახო ახვლედიანის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეცვლილ ჩვენებას.

 

მზია ქასრაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც ის საქმეში ჩაერთო, ახვლედიანს პირველი ჩვენება ადვოკატის გარეშე უკვე მიცემული ჰქონდა.

 

გაჩნდა ეჭვი, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია - ადვოკატი
2020-06-30გაჩნდა ეჭვი, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია - ადვოკატი

 

მისივე თქმით, მან ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ხელშეკრულება გაუფორმდა და ახვლედიანის უფლებადამცველი ოფიციალურად გახდა.

 

„ერთი იყო ადვოკატის გარეშე მიცემული ჩვენება და მეორე როცა მე ჩავერთე… მოგეხსენებათ, 19 წლის ბიჭები ჯერ კიდევ ბავშვები არიან, საქართველოში ეს მენტალიტეტად არის ქცეული, თუმცა არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ადვილად აღიქვამენ ყველაფერს და სხარტი გონების არიან.

 

არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძნელად იხსნებიან და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც ძნელად გასახსნელი ბავშვი აღმოჩნდა და ძნელად გადაიტანა ყველაფერი, – ამბობს ვახო ახვლედიანის ადვოკატი მზია ქასრაშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას.

 

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

 

ასევე, ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 17 პირი დააკავა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X