13:23 | 2020-04-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

19 წლის ფეხმძიმეს კორონავირუსი დაუდასტურდა

19 წლის ფეხმძიმეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისიდან დედა-შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 19 წლის გოგო ფეხმძიმედაა.

 

„საველე ჰოსპიტალში 31 მარტის მდგომარეობით 2 ადამიანის დასკვნას ელოდებოდნენ. საერთო ჯამში, საველე ჰოსპიტალში 17 ადამიანია მოთავსებული.

 

გუშინ, 38 გრადუსი ტემპერატურით იყვნენ დედა-შვილი, ქალბატონები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისიდან, რომელთაც დღეს სამწუხაროდ, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

19 წლის ქალი ორსულია. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს“, – ამბობს რეხვიაშვილი.

 

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X