10:50 | 2021-10-25 ავტორი: Prime Time

1942 ინფიცირებული და 46 გარდაცვლილი – ეპიდვითარება საქართველოში 25 ოქტომბერს

1942 ინფიცირებული და 46 გარდაცვლილი – ეპიდვითარება საქართველოში 25 ოქტომბერს

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი, ხოლო 4 650 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

 

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 694 182-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 635 611 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 788 პაციენტი ემსხვერპლა.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X