
საქართველოში კორონავირუსის 2 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 898 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 214, „პისიარ“-ტესტით – 17 684.






















