20:56 | 2021-02-28 ავტორი: Prime Time

„2 დღე არ ჭამდა, ეს იყო სტრესის გამოვლინება“ – ვახო სანაიას მეუღლე შვილზე

„2 დღე არ ჭამდა, ეს იყო სტრესის გამოვლინება“ – ვახო სანაიას მეუღლე შვილზე

ვახო სანაიაზე თავდასხმის შემდეგ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჟურნალისტს სახლში ეწვია.

 

ვახო სანაიას მეუღლემ შემთხვევის შემდეგ ბავშვის ემოციური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

 

2021-02-26"ამ ადამიანს ვეუბნები, რომ არც გაბედოს კიდევ ერთხელ..." - რა წერილი მიიღო ვახო სანაიამ დაკავებულების ახლობლებისგან

 

„შორეულ პერსპექტივაში ის ამბები აღარ დაამახსოვრდება, სტრესი ნამდვილად მიიღო – ექიმს ველაპარაკე, 2 დღე რომ არ ჭამდა, ეს იყო ამის გამოვლინება“, – განაცხადა თამუნა ყურაშვილმა.

 

შეგახსენებთ, ვახო სანაიას ოჯახსა და მისი ცოლის ნათესავს წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.

ავტორი: Prime Time

X