
მაშინ როცა სახელმწიფოს საკარანტინე სივრცეებად გამოყენება 25 მილიონ 579 უჯდება, ორმა სასტუმრომ – „იბიზ სთაილს თბილისისთვის“ და „ამბასადორი კაჭრეთი“ – მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და სასტუმროს ნომრების საკარანტინე სივრცეებად გამოყენება და სამჯერადი კვება უსასყიდლოდ გაიღო.
IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ „იბიზ სთაილს თბილისისთვისმა“ 100 ოთახი და სამჯერადი კვების მომსახურება უსასყიდლოდ გაიღო, სახელმწიფოს დეზინფექციის თანხის 3004 ლარის გადახდა მოუწია. ჩვეულებრივ სასტუმროში ერთი ნომრის ღირებულება საშუალოდ 139$ ღირს, ამ მომსახურებაში კი მხოლოდ საუზმე შედის.
ხოლო „ამბასადორი კაჭრეთმა“ მოქალაქეებისთვის 155 სასტუმროს ნომერი და ასევე სამჯერადი კვების მომსახურებაც უსასყიდლოდ გაიღო. სახელმწიფომ თანხა დეზინფექციაში გადაიხადა, რომელმაც 7500 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ამბასადრის სასტუმროს კაჭრეთში, „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა ადმინისტრაციას სადაც გვითხრეს, რომ სასტუმრო ორი ნაწილისგან შედგება, ძველი და ახალი.
ძველ ნაწილში, რომელსაც ამჟამად საკარანტინე სივრცისთვის იყენებენ, სასტუმრო ნომრის ღირებულება 104$-ს შეადგენს, ხოლო ახალ ნაწილში 173$-ს.
ბოლო ინფორმაციით საქართველოში კარანტინის რეჟიმში 4932 ადამიანი იმყოფება.
რაც შეეხება Covid-19-ით ინფიცირებულთა მონაცემებს, ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებულია კორონავირუსის 496 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა 196, ხოლო გარდაიცვალა 6 პაციენტი.






















