
თბილისის ზღვის ჰოსპიტლის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხი ბექაია ადასტურებს.
მისი თქმით ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვისგან გადაედოთ მედიკოსებს დაავადება.
„ამჟამად, კლინიკაში 50 პაციენტი მკურნალობს, გუშინ მოღებული პაციენტებიდან 38 პაციენტის ანალიზი გაგზავნილი იყო ლუგარის ლაბორატორიაში. აქედან მიღებული იყო 4 დადასტურებული პასუხი.
პაციენტები გადაყვანილი არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
50 პაციენტიდან ერთი არის რეანიმაციაში, 49 არის თერაპიული პაციენტი. მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ არის.
გუშინ მოგვიანებით მოვიდა ორი პასუხი, ეს იყო ჩვენი მედპერსონალის პასუხები, დადასტურებული კორონავირუსი. მათი მდგომარეობა არის მსუბუქი, თუმცა ისინი გადაყვანილი არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
ესენი გუშინდელი შემთხვევების რაოდენობაში შევიდნენ. გუშინ, ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით, შეჩერებული იყო მიღება კლინიკაში, სანამ არ განისაზღვრა მომსახურე პერსონალის ტემპერატურა, რის შემდეგაც ღამე გაიხსნა კვლავ მიღება.
მედპერსონალთან, ვისთანაც ჰქონდა შეხება, ყველას სია არის, კარანტინის მდგომარეობაში არიან გადაყვანილი, ვისთანაც შეხება ჰქონდათ. მათ შორის ის პაციენტები, ვისთანაც მუშაობდნენ, თუმცა მათი მომსახურების არეალი მცირეა.
ვისგან გადაედოთ, ამაზე ეპიდემიოლოგების აზრი გაიყო. მიიჩნვენენ, რომ იმდენად მცირე დროა გასული, შესაძლოა, ეს შემოტანილი დაავადება ყოფილიყო.
ანუ, მატარებლები ყოფილიყვნენ და ახლა გამოვლენილიყო. თუმცა მეორე აზრია, რომ შესაძლებელია, დასნებოვლებულიყვნენ.
ჩვენი სამსახურიდან ხუთი პირია კარანტინში გადაყვანილი, ვისაც შეხება ჰქონდა ამ მედპერსონალთან”, – აცხადებს მარეხი ბექაია.
- ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















