
2 წლის ბავშვს დღეს კორონავირუსი დაუდგინეს. სავარაუდოდ ბავშვს ვირუსი ბებია და ბაბუისგან გადაედო.
როგორც ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმი ამბობს, კორონავირუსი ბავშვის ბებია და ბაბუას აქვს დადასტურებული და დღეს ბავშვსაც დაუდასტურდა.
„ბავშვი ამ ეტაპზე ფაქტობრივად უსიმპტომოა და სტაბილური მდგომარეობაა. დაწყებულია სიმპტომური მკურნალობა და კვლევები ჩაუტარდება, რაც ამ ვირუსული ინფექციის დროს არის საჭირო.“ – განაცხადეს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში.
ამ თემაზე:
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 79-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს























