16:21 | 2020-11-16 ავტორი: Prime Time

20 ათასს გარდაცვლილს ჩვენ არ მივიღებთ – ტიკარაძე კულუმბეგოვს

20 ათასს გარდაცვლილს ჩვენ არ მივიღებთ – ტიკარაძე კულუმბეგოვს

20 ათასს გარდაცვლილს ჩვენ არ მივიღებთ,- ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მისივე თქმით, დღეს ექსპერტებთან დამატებითი შეხვედრა იგეგმება.

 

„ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, 20 ათასს გარდაცვლილს ჩვენ არ მივიღებთ. ეს რიცხვი ჩვენ არც ერთ დათვლაში არ მიგვიღია. თქვენ იცით, რომ მთავრობა თანამშრომლობს ყველა პროფესიონალთან და ექსპერტთან. დღეს ჩანიშნულია დამატებითი შეხვედრები ექსპერტებთან. შესაბამისად, ჩვენ მათთან ერთად გადავწყვეტთ იმ შემდეგ ღონისძიებებს, რომელიც იქნება საჭირო,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

ცნობისთვის, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულმბეგოვმა, გუშნ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველო უდაოდ პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ჯოგური იმუნიტეტის მიღწევის შემდეგ „დაასრულებს” პანდემიას. შედეგად, 15 დან 20 ათასამდე გარდაცვლილ ჩვენს თანამოქალაქეს მივიღებთ!“.

 

ავტორი: Prime Time

X