01:42 | 2020-06-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

20 ივნისამდე ოთხი დღეა – გიორგი გახარია თბილისის ჩაკეტვაზე

20 ივნისამდე ოთხი დღეა – გიორგი გახარია თბილისის ჩაკეტვაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 20 ივნისს თბილისის ჩაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სასაცილოს უწოდებს.

 

მისივე თქმით, მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება.

 

გიორგი გახარია ოჯახთან ერთად მზიურში - ფოტოები
2020-06-13გიორგი გახარია ოჯახთან ერთად მზიურში - ფოტოები

 

„ამას წინათ ვკითხულობდი, რომ არსებობსო რისკი, საკმაოდ აქტიურად განიხილება ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებაში, რომ 20 ივნისისთვის შეიძლება, თბილისი ჩაიკეტოს. ნუ, სასაცილოა.

 

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეპიდემიის ადაპტაცია მოვახდინოთ და ახლა სწორად, ეფექტურად ვმართოთ. არანაირი მონაცემები, რომ 20 ივნისისთვის თბილისი და კიდევ რაღაც ჩაიკეტოს, არ არსებობს, დღეს ამ წუთისთვის, ამ საათისთვის. 20 ივნისამდე ოთხი დღეა.

 

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X