11:24 | 2020-01-16 ავტორი: Prime Time

20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას მოსახლეობის 45% მთავრობას აკისრებს – NDI

20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას მოსახლეობის 45% მთავრობას აკისრებს – NDI

2019 წლის ივნისის აქციებზე და მომხდარ ძალადობაზე საუბრისას, 45 პროცენტი პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

 

კვლევის მიხედვით,  მოსახლეობის უმრავლესობას (59 პროცენტს) სმენია, რომ „ქართული ოცნება“ 20 ივნისის აქციის მონაწილეების მოთხოვნას – 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულიყო – დასთანხმდა, თუმცა დაპირება ვერ შეასრულა და პარლამენტში ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო. ვისაც ეს სმენია, მათი 70 პროცენტი ამ ფაქტს ნეგატიურად აფასებს.

 

„შემაშფოთებელია საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების ასეთი ნეგატიური შეფასება. ეს ფაქტი ქვეყნის მომავალ განვითარებასა და სტაბილურობაზე კარგად არ აისახება“, – განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს დირექტორმა.

 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

 

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“.

ავტორი: Prime Time

X