
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი 20 ივნისს დაგეგმილი აქციის წევრებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ხათუნა ზახაშვილმა „დღის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„დაიცავით დისტანცია, დაიცავით ჰიგიენის წესები, გამოიყენეთ ნიღაბი. თუ შეხვალთ ერთმანეთთან ახლო კონტაქტში, ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერი ღონისძიების დროს და ყოველდღიურ ცხოვრებაში!“ – განაცხადა ზახაშვილმა.
შეგახსენებთ, 20 ივნისს ოპოზიციური ლიდერები აქციისთვის ემზადებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას სჭირდება შეხსენება რა მოხდა 20 ივნისს






















